კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ბრიუსელში 15 აპრილს აქცია გაიმართება

12.04.24 16:53
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ბრიუსელში 15 აპრილს აქცია გაიმართება

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ამ სლოგანით გაიმართება აქცია ბრიუსელში.
რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის პირველ დღეს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორია Promote Georgia. 

„რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქცია საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში გაიმართება 17:00 საათზე.

შარშან, საქართველოში მიმდინარე,მარტის აქციების ფონზე, საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მყარად გამოხატა მისი ურყევი დამოკიდებულება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში და აიძულა ამჟამინდელი რუსული მთავრობა, უკან გაეწვია რუსული კანონი.
მაგრამ, ამის და მიუხედავად, ქართული ოცნება კვლავ განაგრძობს ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს და ცდილობს საბოლოოდ დააშოროს ჩვენი ქვეყანა, ევროპულ მომავალს.
მოვუწოდებთ და იმედს ვიტოვებთ ჩვენი თანამოქალაქეების სოლიდარობის და გიწვევთ რუსული კანონის საწინააღმდეგო,საპროტესტო აქციაზე, ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს
საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორშაბათს, 15 აპრილს 17 სთ-დან 18:30 საათამდე.
#არარუსულკანონს
#არარუსულმთავრობას
#თავისუფლებალაზარეს" - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები