პრეზიდენტის ინტერვიუ "TV პირველზე" - ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიას კითხვების პირისპირ

12.04.24 20:02
პრეზიდენტის ინტერვიუ "TV პირველზე" - ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიას კითხვების პირისპირ

გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია. ყურადღების ცენტრში ორბელიანის მოედანი და პრეზიდენტის სასახლეა. ზუსტად ერთ საათში სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იტყვის, იწყალებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისს. ეს იქნება პირველი ინტერვიუ პრეზიდენტთან  მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა აქტივისტი მოსამართლემ ციხეში 9 წლით გაუშვა. ახლა გადამწყვეტი სიტყვა უკვე საქართველოს პრეზიდენტზეა.

სალომე ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიას კითხვების პირისპირ -  რა ექნება პრეზიდენტს სათქმელი ლაზარესთვის, მისი ოჯახისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უკვე მეორედ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა დაანონსეს. ახლა სწორედ სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, იდგება თუ არა ლაზარე ორშაბათს სხვა ახალგაზრდებთან ერთად იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში განახლებული ძალებით დაიწყო.

ინგა გრიგოლაის სალომე ზურაბიშვილთან ასევე კიტხვები რუსული კანონის მირების მცდელობასთან, გერმანიის კანცლერის მწვავე განცხახდებებთან და დაანონსებულ აქციასტან დაკავშირებით ექნება. 

მსგავსი სიახლეები