პროტესტის ახალი მასშტაბი - რუსულ კანონს სცენიდან სულ უფრო მეტი მსახიობი აპროტესტებს

12.04.24 20:22
პროტესტის ახალი მასშტაბი - რუსულ კანონს სცენიდან სულ უფრო მეტი მსახიობი აპროტესტებს

 

 

ხელოვანების წინააღმდეგ დაანონსებული რეპრესიები "ოცნების" წინააღმდეგ მუშაობს.   პროტესტი  რუსული კანონის შესახებ ყოველ დღე ახალ მასშტაბზე გადის. სცენიდან იმაზე მეტი მსახიობი საუბრობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.  "არა რუსულ კანონს" - ეს სლოგანი უკვე სპექტაკლების ნაწილად იქცა. მსახიობები კი გაჩუმებას  და მორჩილებას არ აპირებენ.   ასე მოიქცა ოზურგეთის თეატრის დასი, რომელიც დემონსტრაციულად სცენიდან მის სამხატვრო ხელმძღვანელს გუშინდელი მუქარის გამო აუბუნტდა.

პროტესტი სცენიდან მთელს ქვეყანას მოედო. ანშლაგით დასრულდა დავით დოიაშვილის გამოსვლა ზესტაფონის თეატრშიც. ხელოვანების პროტესტს კი ხელისუფლება იერიშით პასუხობს და მათ გულწრფელობას ეჭვ ქვეშ აყენებს. მაგალითად, კახა კალაძეს ვერ წარმოუდგენია, რომ რეჟისორმა დოიაშვილმა რუსული კანონი საკუთარი სურვილით გააპროტესტა, გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ ნინო ქათამაძე უცოდინარია. ბულინგის მიუხედავად, ხელისუფლებას მათი პროტესტის მოსმენა მაინც მოუწევს. ხელოვანები ორშაბათს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდებიან.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები