ლაზარეს ბედი პრეზიდენტის ხელშია - სასამართლომ 22 წლის აქტივისტი ციხეში გაუშვა

12.04.24 20:26
ლაზარეს ბედი პრეზიდენტის ხელშია - სასამართლომ 22 წლის აქტივისტი ციხეში გაუშვა

 

 

ახლა ყველა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელშია ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლების გასაღები. დროის ათვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ მარტის აქციების აქტივისტის განაჩენი გამოაცხადა. ზურაბიშვილი, რომელიც მუდმივად მადლობას უხდიდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთი წლის წინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ, დღეს ერთდერთი უმაღლესი პირია, რომელსაც შეუძლია "ოცნების" სადამსჯელო ვერდიქტი ლაზარეს თავისუფლებით შეცვალოს.

სწორედ ამის ეშინია ახლა ხელისუფლებას. დილიდან შტურმია პრეზიდენტზე - ემუქრებიან, აშანტაჟებენ და უთვლიან, რომ თუ ზურაბიშვილი შეწყალების აქტს გამოსცემს, ამით დანაშაულს წაახალისებს. ამ მუქარის უკან კი სულ სხვა შიში დგას. "ოცნებაში" კარგად იციან მოსალოდნელი  პროტესტის მასშტაბები, რომელიც რუსული კანონის განხილვასთან ერთად დაიწყება. პროტესტის ერთ-ერთი სიმბოლო კი სწორედ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ხელისფლებამ 9 წლიანი პატიმრობისთვის გაწირა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები