კლანი ურჩ მოსამართლეებს სჯის - ლილი მსხილაძის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყო

12.04.24 20:33
კლანი ურჩ მოსამართლეებს სჯის - ლილი მსხილაძის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყო

 

 

კლანი ურჩი მოსამართლეების წინააღმდეგ - მოსამართლე ლილი მსხილაძის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყო. იუსტიციის საბჭომ საქმე თაროდან ჩამოიღო და ახლა უვადოდ დანიშნული მოსამართლის დასჯას ცდილობს. 2020 წელს განხილულ საქმეზე პასუხს ლილი მსხილაძეს 4 წლის შემდეგ თხოვენ. საფუძველი კი ადვოკატის სარჩელია, რომელმაც მოსამართლე არაეთიკურ მიმართვაში დაადანაშაულა. 

დაუმორჩილებელ მოსამართლეებზე დევნაა გამოცხადებული - სწორედ ასე აფასებს ამ საქმეს ის ხალხი, ვინც  სისტემას შიგნიდან იცნობს. ხანდაზმული საქმეების გაცოცხლებით კი კლანი სიგნალს მოსამართლეთა მთელ კორპუსს უგზავნის - დასჯიან ყველას, ვინც სისტემის წინააღმდეგ წავა. იუსტიციის საბჭომ დღევანდელი განხილვა გაურკვეველი მიზეზით გადადო, თუმცა სადამსჯელო ოპერაცია მოსამართლის წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები