"ოცნება" ვა ბანკზე მიდის - შოლცის კრიტიკის შემდეგ "ოცნება" რუსულ კანონზე უარს არ ამბობს
"ქართული ოცნება" ვა ბანკზე წავიდა. ირაკლი კობახიძე რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს. გერმანის კანცლერთან მძიმე შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერიმა დღეს ოლაფ შოლცის მწვავე პოზიცია კანცელარიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დააბრალა. კობახიძე ამტკიცებს, რომ კანცლერს "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე მისმა თანამშრომლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
ეს მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" პროპაგანდა გერმანიის კანცლერმა ერთ პრესკონფერენციაზე სრულად ჩამოანგრია. შოლცმა ყველაფერს წერტილი დაუსვა და კობახიძეს, პრაქტიკულად, უთხრა, რომ თუ იქნება კანონი, რომელიც ევროპული არ არის, არ იქნება ევროკავშირი. შოლცის ნათქვამს კი სულ სხვა წონა აქვს და ეს კარგად იცის კობახიძემაც. გერმანია ევროკავშირის იმ ლიდერ სახელმწიფოებს შორის არის, რომელსაც გადამწყვეტ დროს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.