"ოცნება" რუსულ კანონს EU-ს საპირწონედ აყენებს - დასავლეთი შეშფოთებულია

12.04.24 20:38
"ოცნება" რუსულ კანონს EU-ს საპირწონედ აყენებს - დასავლეთი შეშფოთებულია

 

 

"ოცნებამ" რუსული კანონი ევროკავშირის საპირწონედ დააყენა. ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას ევროგაერთიანებაზე და ამას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს. უკვე მეორე დღეა "ოცნებამ" წინა პლანზე კახი კალაძე გამოიყვანა, რომელმაც ანტიევროპული განცხადებებით მამუკა მდინარაძეც დაჩრდილა. "არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები" - ამბობს კალაძე, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის, საკუთარი ინტერესები ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაცვალოს. 

მწვავე გზავნილები სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კი არ წყდება. ბრიუსელში შიშობენ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დივერსიას უწყობს - ეს არის ციტატა გავლენიანი პოლიტიკოს გამოცემიდან. ამას ადასტურებს ევროკომისიის განცხადებაც. ევროგაერთიანების მმართველი ორგანო ხისტად და გადაჭრით ეუბნება  საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს. რიგით მეშვიდე გაფრთხილება მოვიდა ვაშინგტონიდანაც. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული კანონის მიღებას ქვეყნის წარსულში დაბრუნებად აფასებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები