საფრთხეს უქმნის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ დემოკრატიის ხელშეწყობა - ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონზე
დიდი ბრიტანეთის საელჩო რუსულ კანონთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - უწყება შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" მიერ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებაზე.
საელჩო წერს, რომ რუსული კანონის დამტკიცდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას.
გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია.
შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ
საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის." - ვკითხულობთ განცხადებაში.