კონსტანტინე გამსახურდია მამისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მოვიდა - პრეზიდენტი
პრეზიდენტი "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" მხრიდან რეპრესიების უთქმელ ამბებზე პირველად ალაპარაკდა - სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ მმართველმა ძალამ "მარწუხებში" მოაქცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი.
ირკვევა, რომ კონსტანტინე გამსახურდია მამისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში არ მივიდა, როცა 31 მარტს 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გამართა.
ზურაბიშვილის თქმით, მოცემულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი და შვილიშვილი იყვნენ დაპატიჟებულები, თუმცა ადგილზე არცერთი მათგანი არ გამოცხადდა.
31 მარტს მქონდა დიდი ღონისძიება 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. აქ იყო წარდგენა ზვიადის შესახებ 4 წიგნის. იყო ყოფილი საბჭოს წარმომადგენლები და შეთანხმებული იყო წინა დღით კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომ უნდა მოსულიყო და ყოფილიყო ერთ-ერთი გამომსვლელი ამ ღონისძიებაზე. არც მოვიდა, არც დარეკა, არც ბოდიში არ მოიხადა. არც გამსახურდიას შვილი და არც მისი შვილიშვილი არ მოსულა. ვისაც რამე თანამდებობა აქვს და ამას ებღაუჭება, არის პირდაპირ აკრძალვები. წინა დღეს არ ჰქონდა აკრძალვას. წინა დღით მოვიდა, წიგნი მაჩუქა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოცხადდა", - ამბობს ზურაბიშვილი.