პრემიერს უაზრო ჭიდილი აქვს ჩემთან, უნდა, რომ დამასწროს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი "ტვ პირველის" ეთერში უთქმელ ამბებზე ღიად ალაპარაკდა - სალომე ზურაბიშვილმა "რეაქციაში" პირდაპირ თქვა, რომ დროა, ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
"ჩვენ აღარ ვართ ნორმალურ სახელმწიფოში", - დასძენს პრეზიდენტი და ამატებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ საჭიროა, უთქმელი სიმართლე ითქვას.
სალომე ზურაბიშვილი ინგა გრიგოლიასთან საუბრის დროს პრემიერის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძე მას ეჯიბრება - "პრემიერს უაზრო ჭიდილი აქვს ჩემთან".
მიდის უაზრო ჭიდილი ახალი პრემიერის, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, რომ დავაჯილდოოთ ფეხბურთელები. უნდა, რომ მე დამასწროს რეალურად. ეს არის ის ერთი ბერკეტი, რაც რჩება პრეზიდენტთან, მაგრამ იქაც ბავშვური... დღეს ყველაფერს ვამბობ. დიდი ხანია არაფერს არ ვამბობდი, რადგან ვთვლიდი, რომ ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში ამაზე საუბარი არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, ქვეყანაში და ვართ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლე უნდა ითქვას", - ამბობს პრეზიდენტი.