გორში თხევადი აირი ჩასხმისას აალდა - არიან დაშავებულები

08.07.21 22:56
გორში თხევადი აირი ჩასხმისას აალდა - არიან დაშავებულები

გორში, შინდისის გზატკეცილზე, მდებარე გაზგასამართ სადგურში თხევადი აირი ჩასხმისას აალდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებობდა აფეთქების საფრთხეც, რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი ტევადობის ცისტერნაა დამონტაჟებული, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო.

 ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა აღენიშნებათ, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მძიმედ დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს.