მე ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები და არა ზემოთ - პრეზიდენტი

12.04.24 22:37
მე ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები და არა ზემოთ - პრეზიდენტი

მიიღებს თუ არა პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობას - სალომე ზურაბიშვილი საკითხს ინტრიგად ტოვებს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ ევროპულ გზაზე "ქართველი ხალხის გვერდით იდგება და არა ზემოთ".

"საქართველოს გზა მხოლოდ ევროპაშია" - უთხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიას.

საქართველოს გზა არის ევროპა, სხვა გზა არ არსებობს. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ და არ დავინახავ. ჩემი ადგილი სადაც იქნება და როგორც იქნება იქ ვიქნები. მე ჩემი ხალხის გვერდით ყოველთვის ვიქნები, ზემოთ არა, თუმცა პარტიების ზემოთ...  ჩემი ხალხის გვერდით და ამ გზაზე ნამდვილად ბოლომდე ვიქნები", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები