შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს? - ზურაბიშვილის პასუხი

12.04.24 22:45
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს? - ზურაბიშვილის პასუხი

შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ინგა გრიგოლიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი "რეაქციის" ეთერში აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე უკვე "ყველაფერი ნათქვამი აქვს".

ეს შედის იმ შეწყალების რიგში, რომელზეც ყველაფერი ნათქვამი მაქვს და რომელზეც მე კომენტარს არ ვაკეთებ", - თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები