იწყება მთავარი ბრძოლა ლაზარესთან ერთად - სოფო ჯაფარიძე

12.04.24 23:33
იწყება მთავარი ბრძოლა ლაზარესთან ერთად - სოფო ჯაფარიძე

ველოდებით ლაზარეს სახლში -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ 22 წლის აქტივისტი ორშაბათს, რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციაზე იმ ახალგაზრდების გვერდით დადგება, რომლებიც "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებენ: 

საოცარი დღეა, ყველას რეაქცია ერთნაირი იყო, ვტიროდით, ვიცინოდით. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს. ლაზარე თავისუფალია და იწყება მთავარი ბრძოლა ლაზარესთან ერთად. ორშაბათს 10-საათზე ყველას ველოდებით რუსთაველზე, ყველას ველოდებით პარლამენტთან და აუცილებლად ორშაბათს ლაზარესთან ერთად გაგრძელდება ბრძოლა და აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ. ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას არას. დიახ, დღეს არის გამარჯვების დღე და კიდევ დიდი გამარჯვებები გველოდება წინ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები