მალე ჩაგეხუტები - ლაზარეს დედის მადლობა პრეზიდენტს და ემოციური სიტყვა შვილს

12.04.24 23:27
მალე ჩაგეხუტები - ლაზარეს დედის მადლობა პრეზიდენტს და ემოციური სიტყვა შვილს

ძალიან ბედნიერი დედა ვარ, ძალიან მიყვარხარ, მენატრები და დღეს თუ არა, ხვალ ჩაგეხუტები - ლაზარე გრიგორიადისის დედის მიმართვა მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ ბიჭს, რომელიც ციხეს პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემისთანავე დატოვებს. 

თამთა კალანდაძე პრეზიდენტს მადლობას უხდის და ამბობს, რომ შეწყალება ობიექტურია, რადგან საქმეში ლაზარეს წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს. 

მე 12 ნოემბერს ჩამოვედი იტალიიდან და 17-ში უნდა ყოფილიყო საბოლოო დასკვნა. იმ იმედით მოვდიოდი, რომ სალომე შეიწყალებდა. იმის მერე გაიწელა 5 თვე და ეს დრო ჩემ თავს მოტივაციას ვაძლევდი, რომ ეს დღე დადგებოდა და ეს დღეს დადგა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ არაფერი არ იყო საქმის მასალებში ისეთი, რომ 9 წლით ციხეში ჩაესვათ. ვფიქრობდი, რომ ადამიანია და უბრალოდ გადახედავდა, გაითვალისწინებდა. არ შეიძლება, 22 წლის დაღუპო და 9 წელი ციხეში გყავდეს"- თქვა კალანდაძემ. 

დადგა უსაშველოდ ბედნიერი დღე. ალბათ, რომ გაგაჩინე პირველი დღე მაშინ იყო და დღეს ან ხვალ იქნება ასეთი დღე მეორე", - დასძინა მან. 

მე მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პრეზიდენტს, რომ გაითვალისწინა ლაზარეს ამბავი, გულთან ახლოს მიიტანა და ის იხსნა ციხიდან, მას გაუხსნა ციხის კარი. ყველას უღრმესი მადლობა", - ამბობს კალანდაძე.

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები