"ოცნება" ამ მდგომარეობიდან ერთ შემთხვევაში გამოძვრება - თუკი ძალაუფლებას ქართველ ხალხს გადასცემს - მელია

13.04.24 00:07
"ოცნება" ამ მდგომარეობიდან ერთ შემთხვევაში გამოძვრება - თუკი ძალაუფლებას ქართველ ხალხს გადასცემს - მელია

"ქართული ოცნება" ამ მდგომარეობიდან გამოძვრება ერთ შემთხვევაში, თუკი ის გადასცემს ქართველ ხალხს ძალაუფლებას"- ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.

ქართველი ხალხი უკან დახევას აღარ აპირებს - თქვა ოპოზიციის ლიდერმა. 

არ არის აუცილებელი იყო პოლიტიკოსი, არ არის აუცილებელი იყო პოლიტიკურ პროცესებში გამობრძენდილი ნებისმიერი ადამიანი, ალღოს საკითხია, ეს ყველაფერი იკითხება, რომ ქართველი ხალხი უკან დახევას აღარ აპირებს. თან ამ ყველაფერზე გადასულია ძალიან მშვიდობიანი, კულტურული და მართლაც თეატრალური ფორმით. არ არსებობს ხალხის ამ ნებას დაუპირისპირდეს კალაძე და კობახიძე", - ამბობს მელია.

მსგავსი სიახლეები