მთავრობამ პრეზიდენტი ლიეტუვაში არ გაუშვა - რატომ იყო მნიშვნელოვანი „სამი ზღვის ინიციატივის“ ფორუმი საქართველოსთვის?

13.04.24 01:53
მთავრობამ პრეზიდენტი ლიეტუვაში არ გაუშვა - რატომ იყო მნიშვნელოვანი „სამი ზღვის ინიციატივის“ ფორუმი საქართველოსთვის?

პრეზიდენტის დაბლოკილი ვიზიტი ლიეტუვაში - "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი  „სამი ზღვის ინიციატივის“ ფორუმზე არ გაუშვა.

საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. 

ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი - „სამი ზღვის ინიციატივა“, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ, ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე. ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო. ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა (მთავრობისგან) ნებართვა. იქ, სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა. ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ, სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება“, - დასძინა პრეზიდენტმა.

რა ვიცით „სამი ზღვის ინიციატივის“ ფორუმზე?

  • „სამი ზღვის ინიციატივა“ ლიეტუვაში 10-12 აპრილს იმართებოდა და მასში საქართველო პირველად იქნა მიწვეული. 
  • „სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობდა უკრაინა, როგორც მონაწილე-პარტნიორი.
  •  გაერთიანების ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ეკონომიკის ციფრულ სფერო. 

მსგავსი სიახლეები