ვაშაძე: მივესალმები ლაზარეს შეწყალებას, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება
გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტს მიეალმება.
გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება.
"მივესალმები ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იქნება შედეგიანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - წერს ვაშაძე.