უმცირესობების განადგურება მთავარი მიზანი არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს - მელია 5-6 ივლისისი მოვლენებს აფასებს

08.07.21 23:00
უმცირესობების განადგურება მთავარი მიზანი არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს - მელია 5-6 ივლისისი მოვლენებს აფასებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს "ინგა გრიგოლიას რეაქციაში" აფასებს. 

,,ენმ"-ს ლიდერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა: 

თქვენ რას ფიქრობთ, ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო მართლა უმცირესობების განადგურების მიზნით? ეს იმ დღეს მთავარი სამიზნე არ იყო, იმ დღეს საარჩევნო კამპანია გახსნეს, სადაც ყველა ზალპქვეშ უნდა მოვყოლოდით" - განაცხადა მელიამ. 

მისი განცხადებით, 6 ივლისს აქციაზე შეგნებულად არ მივიდა, რადგან მისი მისვლა სიტუაციას დაძაბავდა.

აქციაზე შეგნებულად არ წავედი!  მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი იქ მისვლით სისხლი დაიღვრებოდა და ,,ქართული ოცნება" მთავარ დამნაშავედ მე გამომიყვანდა... მირჩევნია, ერთი, ორი, სამი, ოთხი, შეიძლება ათი ადამიანი გავანაწყენო, რომლებიც ჩემგან ელიან, რომ პრაქტიკულად ჩიპი დეილი ვარ, სახურავიდან პარაშუტით უნდა დავეშვა და ვიხსნა ტყვეობაში აყვანილი ადამიანები, მაგრამ უარესი იქნებოდა, ბევრად უარესი",- თქვა მალიამ. 

ოპოზიციის ლიდერი ვარაუდობს, რომ "მომდევნო თვე, ბევრად უარესი იქნება" და ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მახეში არ უნდა გაებას.