სისხლი დაიღვრებოდა, ,,ოცნება" მთავარ დამნაშავედ გამომიყვანდა - რატომ არ მივიდა მელია 6 ივლისის აქციაზე

08.07.21 22:31
სისხლი დაიღვრებოდა, ,,ოცნება" მთავარ დამნაშავედ გამომიყვანდა - რატომ არ მივიდა მელია 6 ივლისის აქციაზე

სად იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, 6 ივლისს - ,,ენმ"-ს ლიდერი "რეაქციაში" სტუმრობისას განმარტავს, რომ 5 ივლისს, როცა პუტინისტური ძალები მედიას არბევდნენ, ის  თბილისში არ იყო. რაც შეეხება მეორე დღეს განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მისი აქციაზე გამოჩენა გაზრდიდა ძალადობის შანსებს და სისხლი  დაიღვრებოდ ა:    

6 ივლისს შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება. რატომ? - მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში - როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ,,ქართული ოცნება" ჩათვლიდა საჭიროდ"- თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები