ლაზარეს შეწყალება "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმის ახალი საბაბი ხდება
პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შეწყალება, "ქართული ოცნების" მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ახალი საბაბი ხდება
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ლაზარეს შეწყალებით, პრეზიდენტმა რევოლუციური სცენარებისთვის მოწოდებულ ადამიანებს "მწვანე შუქი აუნთო".
ქადაგიშვილის თქმით, მას ზურაბიშვილისგან აქტივისტის შეწყალების მოლოდინი ჰქონდა.
ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი ინტერესების დამცველს. იგი არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი. ამით ერთხელ კიდევ უთხრა მან ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტკინებული და მოწადინებული, რომ რამდენჯერაც ისვრით საქართველოს სახელმწიფოს, ქართული პოლიციის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილს, პრეზიდენტი ყოველთვის შევიწყალებ", - ამბობს ქადაგიშვილი.