სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას - ღარიბაშვილი

13.04.24 14:12
სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას - ღარიბაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ" ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დანაშაულის თანამონაწილეა და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მარტის აქციების მონაწილის შეწყალების თაობაზე.

ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. მან ტავად აღიარა მე ვისროლე "მოლოტოვის კოქტეილიო" და ამის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა ექსტრემისტი პირი. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმდება. ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცუია, პატივს არ სცემს ხალხს, ბოლომდე უღალატა ჩვენს ხალხს, პარტიას და ჩვენს პარტიას, მან უღალატა პოლიციას. ეს ქალი როგორ უნდა იყოს "პრეზიდენტი" და როგორ უნდა გააგრძეოს მისი ე.წ. საქმიანობა. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას", - აცხადებს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის მწვავე განცხადებაზე, რომელმაც "ქართულ ოცნებას, რუსული ოცნება" უწოდა.

"ოცნების" თავმჯდომარემ კითხვის საპასუხოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციასტან გარიგებაში.

ბევრი ვისაუბრე ე.წ. პრეზიდენტზე. მე ახალს ვერაფერს ვეღარ ვიტყვი. იგი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში და სრულად კოორდინირებს მათთან. ყველა ნაბიჯი არის შეთანხმებული ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან. ე.წ. პრეზიდენტი აღარ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. მე არ დამიჭერია მისთვის პირადად მხარი. მე მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები