მიმართეთ პარლამენტს! - ღარიბაშვილი რუსულ კანონზე
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონპროეტთან დაკავშირებით კითხვები არა მას არამედ პარლამენტს უდნა დაუსვან.
"ოცნების" თავმჯდომარე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ენჯეოების საქმიანობის გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს.
ძალიან ბევრი განმარტება მოვისმინეთ, ბევრი განმარტება კეთდება ჩვენი გუნდის მხრიდან და რა თქმა უნდა, კანონის დეტალებში არ შევალ. ეს საზოგადოებამ კარგად იცის. მე მინდა ერთი რამ ვთქვა, ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია არის ვალდებული შეავსოს დეკლარაცია და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუ დადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე? ეს არის პირველი კითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მომისმენია. მე მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას, ენჯეოების საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებაში არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს. მთავრობა ცდილობს, რომ მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, ამიტომ მე გამჭვირვალობას მივესალმები. მინდა ე.წ. ოპონენტებს ვუთხრა, ახლა რომ საუბრობენ, "ოცნების" ეს ნაბიჯი ანტიევროპულია, თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის "ქართული ოცნება" და მეც ჩემი მოკრძალებული წილი მაქვს მიღებული. ყველა ეს პროგრესი "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდა მოიტანა. ძალიან მინდა გთხოვოთ, მე ამ კითხვას ნუ დამისვამთ, მე, რა თქმა უნდა, ვარ მომხრე ევროინტეგრაციის და თუ ვინმეს არ მოსწონს ეს კანონპროექტი, არსებობს პარლამენტი სადაც ეს კანონი განიხილება და იქ წარმოადგინონ თავისი არგუმენტები", - ამბობს ღარიბაშვილი.