დასამალი არაფერი არ მაქვს - ღარიბაშვილი განკარგულებებზე

13.04.24 15:09
დასამალი არაფერი არ მაქვს - ღარიბაშვილი განკარგულებებზე

ირაკლი ღარიბაშვილის დამალული განკარგულებები - ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ მას დასამალი არაფერი აქვს, რადგან უკანონო არაფერი ჩაუდენია.

რა პრობლემაა, გაასაჯაროონ ჩემი განკარგულებები. მე დასამალი არაფერი არ მაქვს. არცერთი უკანონო ქმედება მე არ განმიხორციელებია, არცერთი უკანონო განკარგულება მე არ გამომიქვეყნებია და ხელიც არ მომიწერია. დასამალი მე არაფერი არ მაქვს, დასამალი თქვენ გაქვთ", - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე მხოლოდ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იძებნება. ამ დრომდე არ ატვირთულა არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც გიორგი გახარიას მმართველობის დროინდელი განკარგულებები. 

მსგავსი სიახლეები