პარლამენტი 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს
საპროცედურო და საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე მსჯელობენ. მიზეზი დეპუტატების ბოიკოტის რეჟიმის დროს სესიებზე არყოფნაა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
ოპოზიციის ბოიკოტი 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. 52 დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საბოლოოდ პლენარულ სესიაზე გადაწყდება.