ერთი მსახიობის საპროტესტო ეპილოგი - ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ბეშიტაიშვილთან
ერთი მსახიობის პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა - დავით ბეშიტაიშვილი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველად ჰყვება, როგორ მიიღო გადაწყვეტილება სცენიდან საპროტესტო ეპილოგი ეთქვა.
"მე არ ვეხები, ბიძინა მეხება, ბიძინა ეხება ყველას და ეს ვა-ბანკი იმიტომ არის, რომ უკვე სახლებში შემოდის" - ამბობს მსახიობი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
დავით ბეშიტაიშვილი არ მალავს, რომ მივა ყველგან, სადაც რუსულ სულისკვედთებას გააპროტესტებენ, ასე იყო შარშან, მარტის სქციებზეც.
"შარშან ისეთი მოვიწამლე, ბიძინას გინებით ვკვდებოდი" - უთხრა მსახიობმა ნატა ქაჯაიას და გაუმხილა ისიც, როგორ იქცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ოლიგარქის პარტიის მთავარ კრიტიკოსად?
"ისე ვცხოვრობთ როგორც რუსეთს გაუხარდება, ეს ხომ უკვე აღარ იმალება?!"- აცხადებს ცნობილი მსახიობი.
ამბობს იმასაც, რომ ბრაზობს საკუთარ თავზე, რადგან ვერ მიხვდა, რატომ არიგებდა გულუხვად პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი ფინანსურ შემწეობებს ცნობილ ადამიანებზე.
"თურმე აღმოჩდნა, რომ წინასაარჩევო კამპანია ჰქონდა და გვიყიდა. მეც ხო ეგრე მიყიდა, მაგის გამო ვარ აღშფოთებული 12 წელია. მომატყუა, მოგვატყუა"- დასძინა მან.