"შემდეგი გაჩერება ევროკავშირი"- ექსკლუზიური ინტერვიუ ავტობუსის მძღოლთან

13.04.24 20:53
"შემდეგი გაჩერება ევროკავშირი"- ექსკლუზიური ინტერვიუ ავტობუსის მძღოლთან

ნებისმიერი გაჩერებიდან იწყება გზა ევროპისკენ! - გაიცანით ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი მიტინგის დღეს მგზავრებს უცხადებდა, რომ შემდეგი გაჩერება "ევროკავშირია". 

68 წლის კოტე ბაბუ, 42 წელია, ავტობუსს მართავს, საბჭოთა საქართველოში დაიბადა და დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად მისი ცხოვრების 33 წელი გაიარა, ზუსტად იცის, რომ მისი არჩევანი აღარასოდეს იქნება, ის ბოროტების იმპერია, რომელიც 33 წლის წინ მისმა თაობამ დაამარცხა. 

ბოლოს, ყველაზე ამაყი საქართველოს ეროვნული ნაკრების  გამარჯვებით იყო, ამბობს, რომ ემოციით რომელიც ფეხბურთელებმა მიანიჭეს -1981 წლის გამარჯვება გაახსენდა, რადგან ამ გამარჯვებამ ყველა გააერთიანა. 

დარდობს, ხალზე, ადამიანებზე, ვინც ერთმანეთს  უპირისპირდება, ორად დაყოფილმა საქართველომ სადამდე მიგვიყვანა კარგად ახსოვს, ამიტომ ამბობს, რომ ევროპული სახელმწიფო ყველამ ერთად ავაშენოთ. 

შემდეგი გაჩერება ევროპა - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები