ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

09.07.21 10:38
ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. კომისიამ ასევე წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.