"გზა ავტოკრატიისკენ" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას ხელოვანებიც უერთდებიან

14.04.24 12:08
"გზა ავტოკრატიისკენ" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას ხელოვანებიც უერთდებიან

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას ხელოვანებიც უერთდებიან. მხატვრები, მწერლები, პოეტები, მომღერლები და მსახიობებიც ქუჩაში ერთი მარტივი გზავნილით გადიან. ყველასთვის კარგად ცნობილ და საკუთარი საქმის პროფესიონალ ადამიანებს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, თავისუფალი ადამიანების დევნა ქვეყანაში პუტინის მეთოდებით დაიწყება. ხელოვანები ფიქრობენ, რომ "ოცნების" მოფიქრებული კანონპროექტი, სინამდვილეში, არის გზა, რომელიც ევროპის ნაცვლად ავტოკრატიისკენ მიდის.

ეს არის გზა ავტოკრატიისკენ, ეს კანონი თავისი ბუნებით. ორგანიზაციებს რომ მიაწებებენ რაღაც სახელს. ახლა აგენტები აღარ ჩაწერეს, მაგრამ უცხოური გავლენის გამტარებლები ხომ არის? ეს არის დასაწყისი, ამის შემდეგ გადავლენ ალბათ ადამიანებზე და ასე იქნება დევნა. ასე მარტივად დაიწყო რუსეთშიც, - ამბობს მეცნიერი იულონ გაგოშიძე. 

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შესახებ ბრძანება რუსეთიდან მოსდის. 

შეუთავსებელია ქართველი ხალხი და ეს რუსული კანონი. ამ კანონს, დარწმუნებული ვარ, უკან გაიტანენ. არ არსებობს საქართველოში ეს რუსული კნაონი მუშაობდეს, გამორიცხულია. საუბედუროს, იქითა მხრიდან არ ისმის დდემოკრატია, ისმის ლანძღვა და გინება და ეს ლანძღვა და გინება იმიტომ მოყვება, რომ გაღიზიანებულები არიან და თითონ კი არ არიან, მათ მოსდით ბრძანება, - ამბობს  მხატვარი ნიკო ცეცხლაძე.

პოეტი რატი ამაღლობელი დარწმუნებულია, რომ საქართეოშ რუსული კანონის გატანა არ გამოვა, რადგან ეს მთელი ქართული ისტორიისთვის "შემაფერხებელი ლოდი" იქნება.  

ადამიანებს, ვინც ქმნის საქართველოში ხელოვნებას, კულტურას, უპირისპირდება ეს ნაცრისფერი მესიჯბოქსი, ეს რუსული მესიჯბოქსი, ძალადობრივი მესიჯბოქსი, რომელიც გულისხმობს ამ რუსული კანონის ძალით გათრევას ქართელი ხალხის ინტერესების ხარჯზე, რაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს არის შემაფერხებელი ლოდი მთელი ქართული ისტორიისა არა მარტო ჩვენი თაობისთვის, არამედ იმისთვის, რისთისაც იბრძოდნენ, მაგალითად, 9 აპრილს დაღუპული ადამიანები, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი. 

ხელოვნების სფეროს 100-მდე წარმოამდგენელმა უკვე მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ისინი საქართველოშ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმეგებიან.

მსგავსი სიახლეები