"გამოდი გარეთ!" - რუსული კანონის წინააღმდგგ ხალხი მობილიზაციას აცხადებს
"ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ!" - რუსული კანონის წინააღმდგგ ხალხი მობილიზაციას აცხადებს. ქუჩაში ხვალ კიდევ ერთხელ გამოდიან ის ადამიანები, ვისაც ევროპაში უნდა და არა რუსეთში.
საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე პარლამენტის ვებგვერდი საპროტესტო გზავნილებით გადაივსო. აგენტების კანონზე ახალგარზდები ჩანაწერს აკეთებენ. "ოცნების" დეპუტატებს ერთნაირ შეტყობინებებს უგზავნიან - "არა რუსულ კანონს!".
მოქალაქეები ამბობენ, რომ კანონის უკან გაწვევა ქვეყნის მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. მათი თქმით, რუსული კანონი მხოლოდ არასამთავრობოებს არ შეეხება და ეს პრობლემებს რიგით მოქალაქეებსაც შეუქმნის.
ხვალინდიელი მართლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი საფრთხეები ავირიდოთ თავიდან. ხვალ ბევრი ხალხის იქ ყოფნა და ერთად ყოფნა და ძალიან ძლიერი ხმა, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგი თვის ძალიან მძიმე განვითარება მოვლენების ავირიდოთ თავიდან. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ, უბრალოდ, უცხოურმა ორგანიზაციებმა უარი თქვან ამ ტიპის პროექტების დაფინანსებაზე, იმიტომ, რომ გაფორმდეს საქართველოს როგორც ყაზახეთის და რუსეთის სივრცე. არა მარტო ბავშვთა უფლებებს შეეხება ეს, განათლების საკითხებს შეეება, სამედიცინო საკითხებს შეეხება, - ამბობს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ცინცაძე.
"მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხვალ რუსული კნაონის წინააღმდეგ გამართულ აქციზე გომა ღირსების საკითხია.
ვუერთებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვეხება ეს, ნებისმიერ მოქალაქეს ეხება საქართველოსი, ვისაც უნდა ევროკავშირში შესვლა. მ ხალხს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ და არ უნდათ და ფიქრობენ,რომ რას მოგვცემს ევროკავშირი, მათთვისაც კი ეს პრობლემა იქნება საბოლოო ჯამში, იმიტომ, რომ თუ ჩენ ვინმე რამეს გვიგზავნის დღეს, ეს არის ევროკავშირი.ყველა გამოვა და მე ვფიქრობ, რომ ქართველები როგორც ენას იცავდნენ 15 აპრილს, ისე ადვიცავთ ახლა ჩვენს ღირსებას, იმიტომ, რომ ეს ღირსების საკითხია, - ამბობს "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
სახიფათო კანონზე მსჯელოობა ხვალ 10:00 საათიიდან იწყება. სწორედ ამ დროიდან იქნებაა საკანომდებლო ორგანო პროტესტიის ეპიცენტრში. შენობაში ოპოზიცია, შენობის გარეთ კი სტუდენტები, პროფესორები, მეცნერები, ხელოვანები, სპორტსმენები და ექიმები დადგებიან.