არა რუსულ კანონს! - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დედა ენის ბაღში შეიკრიბნენ
დედა ენის ბაღში ამ წუთებში რუსული კანონის წინაააღმდეგ შეხვედრა მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი და არ დააყენოს საქართველო რუსულ რელსებზე.
დედაენის ბაღში რამდენიმე წუთის წინ ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მივიდა. შეკრებილები პარალელებს ავლებენ 1978 წლის აპრილის მოვლენებთან, როცა საბჭოთა რუსეთი ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდა, მაგრამ ახალგაზრდების და სტუდენტებისს ერთიანობამ რეჟიმი აიძულა, უკან დაეხია.
ასე უნდათ ამ კანონის მიღებით, რომ ქვეყნის ინტერესების არგამტარებლად გამოაცხადონ იმის გამო, რომ დაუშვათ იმას დასავლეთი აფინანსებს, ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ დაითრგუნება და მოისპობა. ის, რომ მაშინ ქვეყნის ინტერესების არგამტარებელი ან მტერი იყო ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში, გაიწირნენ, დახვრიტეს და გააუბედურეს ოჯახები, ძალიან ჰგავს დღევანელი ვითარება. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებ, აბა, რას ვიზამ, - ამბობს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.
მსახიობი ნანკა კალატოზისვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქარტული ოცნება" რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა, რომელიც არასროს რუსულ საფრთხეებსა და ზიანზე არ საუბრობს.
რუსეთზე მომუშავე ადამიანები არიან და რუსეთზე მომუშავე ადამიანები ჩემთვის რუსეთზე უარესები არიან. არასდროს რუსულ ხაზს არ უსვამენ. ძალიან სამწუხარო სანახავია ხოლმე, როდესაც 9 აპრილს გადიან და მადლობას უხდიან დამოუკიდებლობისთის და თავისუფლებისთვის ადამიანებს, რომლებსაც ართმევენ არა თუ მომავალს, იმ წარსულ ღვაწლსაც კი, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
მხატვარი გოგი-ალექსი მესხიშვილი კი ამბობს, რომ მთავრობა ყველა სფეროს გაკონტროლებას ცდილობს, განსაკუთრები კი კულტურას, რაც პირდაპირ დიქტატურის ნიშანია.
მთავრობა ცდილობს, აკონტროლოს ყველა სფერო, განსაკუთრებით, კულტურა. კულტურის მხრივ ჩვენთან ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იმიტომ, რომ როცა კულტურა კონტროლდება, ეს არის დიქტატურის ნიშანი, სამწუხაროდ, - ამბობს მხატვარი გოგი-ალექსი მესხიშვილი.