პოლიციამ ჩვენი ავტომობილი უმიზეზოდ გაჩხრიკა - "ლელოს" ახალგაზრდული
„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პოლიციამ მისი ავტომობილი გაჩხრიკა. ოთო ფარულავა მომხდარს დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირებს. მისი თქმით, ახალგაზრდული ორგანიზაცია აპირებდა, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას-პერფორმანსის ჩატარებას. მისი ტქმით, პოლიციამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, პრევენციის საბაბით მათი ავტომობილი გაჩხრიკა. ამასთან, ფარულავა ამბობს, რომ ის რამნეიმე დღის წინაც გააჩერეს და სოლიდური ჯარიმა გამოუწერეს.