"ოცნება" ხვალ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს - ოპოზიცია პროტესტისთვის ემზადება
"ქართული ოცნება" ხვალიდან ევროკავშირზე უარის თქმის პროცედურას იწყებს. 10:00 საათი, საქართველოს პარლამენტის შენობა, იურიდიული კომიტეტი - რუსულ კანონს პირველი მოსმენით დასამტკიცებლად ამზადებენ. წინააღმდეგობის მოძრაობას ოპოზიცია შენობაში, ხალხი კი ქუჩაში აპირებს.
სტუდენტებმა ბანერები უკვე მოამზადეს. ახალგაზრდები ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრობებიან, შემდეგ კი მსვლელობით საკანონმდემლო ორგანოსთან მივლენ.
დღეს, ფაქტობრივად, აფეთქდა პარლამენტის ვებ გვერდი. საიტზე საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო ჩანაწერებს ტოვებდნენ. "ოცნების" დეპუტატებს ერთნაირ შეტყობინებებს უგზავნიან "არა რუსულ კანონს!"
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.