"ოცნების" კრახი - გერმანიამ რუსული კანონი ღიად გააკრიტიკა
"ქართული ოცნების" დიდი სირცხვილი - თარგმანში ჩაკარგულებს გერმანიის ელჩმა ოლაფ შოლცის სიტყვები თავად უთარგმნა და პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. შინაარსი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. გერმანია, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულად უყურებს კანონს, რომელიც ივანიშვილის პარტიამ რუსეთის მიბაძვით დაწერა.
საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენციის თარგმანზე განმარტებების გაკეთება მოუწია დღეს ბერლინის ლიტერატურის კვლევის ცენტრის მეცნიერს ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელსაცც ხან ნაცი ეძახეს და ხან მოსყიდული მხოლოდ იმიტომ, რომ თარგმნა ის, რისი გახმოვანებაც "ქართულ ოცნებას" არ უნდოდა. გერმანია ამბობს, რომ რუსული კანონი ევროპული ღირებულებებისგან შორს დგას.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში,.