მეგობრებს დებატებში არ იწვევენ! - ნაცვლიშვილი კობახიძეს
პრემიერის ელჩებისადმი შეთავაზებას, რუსული კანონის გარშემო საჯარო დისკუსია გამართონ, ოპოზიცია ეხმიანება. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს ახსენებს, რომ "მეგობრებს" დებატებში არ იწვევენ. ოპოზიციის წევრი ქვეყნის მეთაურს სთავაზობს, თუ აქვს გამბედაობა, ხვალ პარლამენტთან მივიდეს და გარეთ მოქალაქეებს ან შიგნით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გაესაუბროს.
მეგობრებს დებატებში არ იწვევენ!
კობახიძე, რომელიც დაცვის გარეშე პარლამენტის შენობის შიგნითაც ვერ დადიოდა, რომელიც ვერცერთ ოპოზიციურ არხზე ვერ ჯდება, ვერც ერთ ოპოზიციონერთან დებატებში ვერ ჯდება, ვერც საპარლამენტო დებატებში ვერ შემოვიდა ვერასდროს და მხოლოდ ცალკარში თამაშობდა, ევროკავშირის ელჩებს ანუ ევროკავშიროს სახელმწიფოებს იწვევს დებატებში რუსულ კანონზე.
ასეა, შიში ოხერია.
ირაკლი, ხვალ არის მაგ საკითხის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით, - წერს ანა ნაცვლიშვილი.