ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს! - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე გავიდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის დგას.
დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ან ევროპა ან რუსეთი, ასე დგას საკითხი, ყველა რუსთაველზე, არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ!, - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს რუსულ კანონზე მსჯელობას 10:00 საათიიდან იწყებს. პარალელურად, პროტესტისთვის ემზადებიან მოქალაქეები. შენობაში ოპოზიცია, შენობის გარეთ კი სტუდენტები, პროფესორები, მეცნერები, ხელოვანები, სპორტსმენები და ექიმები დადგებიან.