ყველაფრის ფასად აპირებთ ამ კანონის მიღებას? — რას ამბობს მდინარაძე

15.04.24 10:07
ყველაფრის ფასად აპირებთ ამ კანონის მიღებას? — რას ამბობს მდინარაძე

საზოგადოების პროტესტის  და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, "ქართული ოცნება" რუსული კანონის პირველი მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა მმართველი გუნდის რუსული კანონის ყველაფრის ფასად დამტკიცებას, მამუკა მდინარაძე ისევ ამტკიცებს, რომ კანონი რუსული არ არის და საზოგადოების მოტყუება აღარავის გამოუვა. 

არგუმენტები წარმოადგინონ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ასე მოტყუება ხალხის, რომ ეს არის რუსული კანონი, აღარ გამოვა, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ყველაფრის ფასად აპირებთ ამ კანონის მიღებას? - "ოცნების" დეპუტატების დიდი ნაწილი "პირველების" ამ კითხვას გაურბის ან ტელევიოზიის ჟურნალისტს კრიტიკული კითხვის დასმის გამო ეჩხუბება. 

პარლამენტი დღეს 10:00 საათიდან რუსული კანონის განხილვას იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქციაა დაანონსებული.  წინააღმდეგობის მოძრაობას ოპოზიცია შენობაში, ხალხი კი ქუჩაში აპირებს. 

მსგავსი სიახლეები