გახარიას გუნდი: გაიწვიეთ რუსული კანონი
"ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს მხარს არ დავჭერთ - განცხადება გახარიას გუნდმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
"მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი" - თქვა საგანგებო ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა.
არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ ორ პირობას, პირველი, კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლენებისგან და მეორე, კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში და სხვა დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
დღეს რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქციის ფონზე იწყებს.