ხელისუფლების ნდობა აღარ გვაქვს - გივიკო ბარათაშვილი

15.04.24 10:30
ხელისუფლების ნდობა აღარ გვაქვს - გივიკო ბარათაშვილი

ვასო აბაშიძის თეატრის მსახიობი გივიკო ბარათაშვილი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებს, პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ნდობა აღარ აქვს და შესაბამისად, არც მისი კანონებია მისთვის მისაღები. მისი თქმით, კანონპროექტი ბევრ საფრთხეებს შეიცავს და ამიტომ მისი მირება არ შეიძლება. 

ძალიან ბევრი ხალხი ვართ აქ და კიდევ ბევრი მოვა, დარწმუნებული ვარ. ნდობის ფაქტორია, როგორც ადამიანებს შორის არსებობს ნდობა, აღარ გვაქვს ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა, ისევე როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც ეგრე მოხდა და სულ რომ კარგი რაღაც დაგვიდონ წინ, აღარ გვინად იმის აღება და მითუმეტეს,როცა ვიცით, რა საფრთხეები ახლავს სხვა ქვეყნების მაგალითზე ამ კანონს, რა თქმა უნდა, არ გვინდა ეს და ამიტომ ვარ აქ, - ამბობს გივიკო ბარათაშვილი. 

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

 

მსგავსი სიახლეები