პარლამენტთან ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს. მოქალაქეები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელსაც ამ წყთებში იურიდიულ კომიტეტზე განიზილავენ.
"რუსებო" - ისმის აქციაზე.
რუსული კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე მიმდინარეობს.
პარლამენტთან, აქციაზე შეკრებილია ყველა, ვინც თვლის, რომ რუსული კანონი ევროკავშირზე უარის თქმას ნიშნავს.
საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ ონლაინ მედიების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტზე არ შეუშვეს.
სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები 10:00 საათიდან სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს!"; "მონებო".