წახალისებული ძალადობა - ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს

09.07.21 11:21
წახალისებული ძალადობა - ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს

ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

"სირცხვილიას" წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი იმ ძალადობის გაგრძელებაა, რომელიც წინა დღეებში მათ წინააღმდეგ პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მოწოდებებით დაიწყო. 

თავდასხმა მოხდა გუშინ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, გვიან ღამით აღმოვაჩინეთ. შიგნით არავინ იმყოფებოდა. არ ვიცით თავდამსხმელთა რაოდენობა. გამოძიებას აუცილებლად დავაწყებინებთ და მოვითხოვთ მკაცრ პასუხს, რომელიც ჩადენილი იქნა ჩვენს წინააღმდეგ. მგონია, რომ იმ ძალადობრივი კამპანიის გაგრძელება არის, რასაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი, თითოეულ ასეთ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ენიჭება სწორედ იმ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობის ჩადენისკენ", - ამბობს მარიამ დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები