ჩარკვიანი "ოცნებას": რადგან ასე ღელავს საზოგადოება, თქვენც უნდა ნერვიულობდეთ, გაიწვიეთ ეს კანონი

15.04.24 11:34
ჩარკვიანი "ოცნებას": რადგან ასე ღელავს საზოგადოება, თქვენც უნდა ნერვიულობდეთ, გაიწვიეთ ეს კანონი

"რადგან ასე ღელავს საზოგადოება, თქვენც უნდა ნერვიულობდეთ, იმიტომ რომ ეს არის ის ქვეყანა [რუსეთი], რომელიც მუდამ თელავს საქართველოს"- ასე მიმართა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპირებენ. 

ოპოზიციის წარმომადგენელი მოითხოვს, მმართველმა ძალამ გაიწვიოს კანონი: 

"ფაქტი ერთია, რომ საზოგადოება ძალიან ღელავს გარეთაც, თქვენ თვლით, რომ ნაწილია საზოგადოების, ჩვენ ვთვლით რომ დიდი ნაწილია, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის მეც, ყველა ვღელავთ და აქ გაიჟღერა სიტყვა რუსულმა, შეაწუხა... აქ სათაური არ არის მთავარი, შინაარსია, თორემ არც პუტინს დაურქმევია "რუსული". რადგან ასე ღელავს საზოგადოება, თქვენც უნდა ნერვიულობდეთ, იმიტომ რომ ეს არის ის ქვეყანა [რუსეთი], რომელიც მუდამ თელავს საქართველოს.
ამიტომ ნუ დავჭამთ ერთმანეთს და გაიწვიეთ ეს კანონი, ხალხნო, უბედურებაა ეს ქვეყანა, ბოროტებაა საქართველოსთვის",  - მიმართა უმრავლესობას დეპუტატმა თაკო თაკო ჩარკვიანი.

ფოტო: ipn.ge 

მსგავსი სიახლეები