"სხდომა პირდაპირ ეთერშია" - როგორ ხსნის "ოცნების" განაყოფი ონლაინმედიის შეზღუდვას
"სხდომა პირდაპირ ეთერშია", - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი კითხვას, რატომ არ დაუშვეს ონალინ მედიის წარმომადგენლები პარლამენტში რუსული კანონის განხილვაზე.
თქვენ გახსოვთ შარშან რა მოხდა ამ კანონის დამტკიცების დროს. იყო ჩხუბი, წივილ-კივილი, მაგიდების გადაყირავება და ფიზიკური დაპირისპირება. ეს კანონი არის გამჭვირვალობის კანონი. მთელი ეს სხდომა იქნება პირდაპირ ეთერში, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.