ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინმედია საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას

15.04.24 12:18
ქარტია მოუწოდებს პარლამენტს, ონლაინმედია საკომიტეტო განხილვაზე დაუშვას

საქართველოს ჟურნალისტური ქარტია საქართველოს პარლამენტს მოწოდებს, ონლაინმედია საშუალებების მისცეს შესაძლებლობა, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ. საუბარია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ. 

15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული  ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ „ყვითელი დონის“ პირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები