ფარცხალაძის კავშირები FSB-სთან, მოსამართლეების გამდიდრების სქემა, ღარიბაშვილის შემოსავლები - დეკანოიძის მწვავე კითხვები

15.04.24 12:29
ფარცხალაძის კავშირები FSB-სთან, მოსამართლეების გამდიდრების სქემა, ღარიბაშვილის შემოსავლები - დეკანოიძის მწვავე კითხვები

ფარცხალაძის კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან, მოსამართლეების გამდიდრების სქემა, ღარიბაშვილის შემოსავლები - ხატია დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს მწვავე კითხვებით მიმართა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე მსჯელობენ.

ხატია დეკანოიძის თქმით, "ოცნების" მიზანი მართლა გამჭვირვალობა და უცხო ქვეყნის გავლენების პრევენცია იყოს, გამოიძიებდა როგორც ფარცხალაძის კავშირებს რუსულ სპეცსამსახურებთან, ასევე მოსამართლეების შესაძლო კორუფციულ ფაქტებს და ღარიბაშვილის შემოსავლებს მოიკვლევდა.

ხატია დეკანოიძეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.

ფარცხალაძე რომელიც წავიდა, აიღო რუსული პასპორტი, ადამიანებს არაფერი გაუგიათ, გენპროკურორი იყო თუ არა მართლა რუსეთის ჯაშუში, თქვენ ახლა ამ ძალის წარმომადგენელი გამოდიხართ და საზოგადოებას უმტკიცებთ, რომ გაინტერესებთ გამჭვირვალობა.
როდესაც თქვენ გაინტერესებდეთ უცხო ქვეყნის გავლენა ამ ქვეყანაში და მართლა გამჭვირვალობაზე ზრუნავდეთ, მაგალითად, ყოველდღიურად არ არსებობს დღე, როდესაც არ გავა მოსამართლეების მიერ უდიდესი ქონების დაგროვების ფაქტები. რომ აკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას, დაინტერესდით თუ არა, საიდან დააგროვა მურუსიძე-0ჩინჩალაძე-მიქაუტაძემ ამხელა ქონება.
რომ საუბრობთ არასამთავრობოებზე, მედიაზე, ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს,“ - მიმართა ხატია დეკანოიძემ მდინარაძეს.
 

 

მსგავსი სიახლეები