"სიტყვა ჩამორთმეული გაქვთ" - ოხანაშვილი დეკანოიძეს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს
იურიდიულ კომიტეტზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ ხმაურია - "ქართული ოცნების" გაღიზიანება ოპოზიციის კრიტიკულმა კითხვებმა გამოიწვია.
ხატია დეკანოიძემ რუსული კანონის ინიციატორებს მიმართა, რა შეისწავლა და გაარკვია "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საეჭვო გამდიდრებაზე, სანქცირებული მოსამართლეების საეჭვო ქონებაზე და ფარცხალაძის მიმართ გაჟღერებულ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც აშშ-მ შავ სიაში შეიყვანა.
"დაუბრუნდით კანონს" - მიმართავდნენ ოხანაშვილ-მდინარაძე ხატია დეკანოიძეს.
ამის შემდეგ ოპოზიციონერმა ევროკავშირის დირექტივაზე ისაუბრა და მმართველ ძალას უთხრა, რომ პრეამბულა არ წაუკითხავთ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს შეზღუდვა ეხება რუსეთს და ჩინეთს.
"აზრზე არ ხართ რას ამბობთ" - თქვა მამუკა მდინარაძემ, როცა "ევროოპტიმისტების" ლიდერი ამ კანონზე საუბრობდა.
"იტყუებით" - ისმოდა "ქართული ოცნების" მხრიდან. საბოლოოდ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატს "სიტყვა ჩამოართვა".