დროის ათვლა დაწყებულია, სასამართლომ ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურში გადაგზავნა

15.04.24 12:44
დროის ათვლა დაწყებულია,  სასამართლომ ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურში გადაგზავნა

დროის ათვლა დაწყებულია,  რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა. ადვოკატები ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში არიან.

ადვოკატი ლიკა ბითაძე გლდანის ციხეში წასვლას რამდენიმე საათში აპირებს, სადაც 17:00 საათზე გრიგორიადისს უნდა შეხვდეს. 

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დაანონსა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. 

მსგავსი სიახლეები