წყარო: ელჩები დიპლომატიური დემარშისთვის ემზადებიან - ისინი პრემიერთან მივიდნენ

15.04.24 13:04
წყარო: ელჩები დიპლომატიური დემარშისთვის ემზადებიან - ისინი პრემიერთან მივიდნენ

ელჩები დიპლომატიური დემარშის გამოსაცხადებლად ემზადებიან - ამის შესახებ ტვ პირველს წყარო უყვება.

ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებული ელჩები პრემიერთან იმყოფებიან და სავარაუდოდ, რუსულ კანონთან დაკავშირებით პარტნიორების კრიტიკას აცნობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა ევროკავშირის ელჩი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ელჩები რუსული კანონის ირგვლივ დებატებზე გუშინ გამოიწვია. 

განახლება: როგორც "პირველებს" მთავრობის კანცელარიაში უთხრეს, აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები პრემიერს ხვდებიან. მათივე თქმით, შეხვედრა 1 კვირის წინ ჩაინიშნა. 

 

მსგავსი სიახლეები