მალაშხია საჯარო მოხელეებს: სამსახურის მერე, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19.00 ზე

15.04.24 13:13
მალაშხია საჯარო მოხელეებს: სამსახურის მერე, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19.00 ზე

"საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19.00 ზე" - ამის შესახებ განცხადებას მარტის აქციების მონაწილე, "ქალი ევროკავშირის დროშით," ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მალაშხია საჯარო მოხელეებს მიმართავს და რუსული კანონის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ქვეყანას ბევრი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, ევროპული მომავლის მხარდამჭერი საჯარო მოხელე ყავს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19.00 ზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერს მალაშხია.

პარლამენტში ამ წუთებში რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე რუსული კანონის პრეზენტაციას მამუკა მდინარაძე აკეთებს, მას დეპუტატები კითხვებით მიმართავენ და სთხოვენ განმარტებას, რა საჭირო იყო რუსული კანონის ხელახლა შემობრუნება, როდესაც პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ მედიას არ აქვს შესაძლებლობა დასწრების, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც ვერ შეძლო კომიტეტზე შესვლა. 

მსგავსი სიახლეები