"აქ ყოფნა ყველას მოვალეობა და ვალდებულებაა" - პარლამენტთან აქციას სასულიერო პირებიც უერთდებიან
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას სასულიერო პირებიც უერთდებიან. პარლამენტთან მისული მამაო ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტესტება ახლა თითოეული მოქალაქის ვალია, ვისაც სამშობლო უყვარს. მისი თქმით, ამაზე პრიორიტეტული დღეს არაფერია.
4-5 ავტობუსი არ უნდა იყოს მოსული თუ ევროპაში გვინდა. ამიტომ ეს ვალდებულება და მოვალეობაა, რომ ვისაც უყვარს საქართველო, კითხვის ნიშანიც არ დაისვას, რომ აქ უნდა იყოს. ამაზე პრიორიტეტული ახლა რა არის? თუ ბავშვს უვლი, ბავშიანად უნდა წამოხვიდე, ყველაფერი უნდა გაჩერდეს და ქვეყანა ახლა აქ უნდა იყოს. და ქართველისთვის ეს კითხვა, რომ რუსეთი კარგია თუ არა, უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, - ამბობს სასულიერო პირი.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.